"არსენალი" ყველაზე მეტად აქტიურობს, დონარუმას გადაწყვეტილება მიღებული აქვს




არახალი ამბავია, რომ ჯანლუიჯი დონარუმას ევროპის მასშტაბით ძალიან ბევრი მსურველი ჰყავს. "Tuttomercatoweb.com"-ის მტკიცებით კი ყველაზე მეტად "არსენალი" აქტიურობს, რომელიც პეტრ ჩეხის შემცვლელის ძიებაშია, ბერნდ ლენო კი საკმარისად სტაბილური არ არის.

"მეთოფეები" მზად არიან ახალგაზრდა იტალიელი მეკარის სანაცვლოდ 70 მილონი ევრო გაიღონ. ეს ის თანხაა, რაც "ლივერპულმა" ერთი წლის წინ ალისონის სანაცვლოდ გადაიხადა.

ჯანლუიჯი დონარუმამ გადაწყვეტილება მიიღო და მას კიდევ მინიმუმ ერთი წლით სურს ლომბარდიულ გრანდში დარჩენა. იმ შემთხვევაში, თუ უეფას სანქციების გამო "როსონერის" წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვა არ მოუწია, დონარუმა "შავ-წითლებში" დარჩება.



კომენტარის დამატება

კოდის განახლება

სიახლეები

სიახლეები / ფეხბურთი
12-07-2019, 13:29

"ლივერპული" კოუტინიოს გარშემო სიტუაციას აკვირდება





"ლივერპული" "ბარსელონას" ბრაზილიელი ფეხბურთელის, ფილიპე კოუტინიოს შეძენის ვარიანტს განიხილავს, იტყობინება Mundo Deportivo.
წყაროს ცნობით, "მერსესაიდელები" ფილიპეში იმდენს არ გადაიხდიან, რამდენიც მის შეძენაში "ბარსელონამ" დახარჯა, მაგრამ თუ კატალონიელები ბრაზილიელის უფრო დაბალ ფასად გაყიდვას გადაწყვეტენ, "ლივერპული" მზად იქნება კოუტინიოს დაბრუნებაზე დაფიქრდეს.
იმის მიუხედავად, რომ კლუბმა ფილიპეს აგენტს აცნობა, რომ მისი კლიენტის გაყიდვას არ აპირებს, თუ "ბარსელონამ" გრიზმანთან ერთად ნეიმარიც გაიფორმა, შესაძლებელია, რომ კოუტინიომ კარიერა სხვა კლუბში გააგრძელოს.

გამოკითხვა

გავა საბურთალო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე?