შეძლებს "არსენალი" "მილანის" გეგმის ჩაშლას?




"Sky Sport" იტყობინება, რომ "არსენალი" მზად არის "როსონერის" გეგმის ჩასაშლელად. საქმე ეხება "რეალ მადრიდისა" და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრს, დანი სებალოსს.

ახალგაზრდა ესპანელმა განსაკუთრებით თავი ამ ზაფხულს, ევროპის U21 მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიჩინა. ამ ტურნირზე სებალოსმა და მისმა თანამემამულეებმა შეძლეს გერმანიის დამარცხება და მოიპოვეს ჩემპიონობა. 

ყველასთვის ცნობილია, რომ "როსონერი" აქტიურად მუშუბს დანის შეძენაზე, თუმცა, თავის მხრივ, "მეთოფეებიც" აქტიურად ცდილობენ ამ ტრანსფერის ჩაშლას და სებალოსის თავისთან გადაბირებას. თუ "არსენალი" შეძლებს 40 მილიონის გადახდას, რასაც "სამეფო კლუბი" ითხოვს ამ მოთამაშის სანაცვლოდ, არის შანსები იმისა, რომ სებალოსი, მილანის ნაცვლად, ლონდონში გადაბარგდება.



კომენტარის დამატება

კოდის განახლება

სიახლეები

სიახლეები / ფეხბურთი
12-07-2019, 13:29

"ლივერპული" კოუტინიოს გარშემო სიტუაციას აკვირდება





"ლივერპული" "ბარსელონას" ბრაზილიელი ფეხბურთელის, ფილიპე კოუტინიოს შეძენის ვარიანტს განიხილავს, იტყობინება Mundo Deportivo.
წყაროს ცნობით, "მერსესაიდელები" ფილიპეში იმდენს არ გადაიხდიან, რამდენიც მის შეძენაში "ბარსელონამ" დახარჯა, მაგრამ თუ კატალონიელები ბრაზილიელის უფრო დაბალ ფასად გაყიდვას გადაწყვეტენ, "ლივერპული" მზად იქნება კოუტინიოს დაბრუნებაზე დაფიქრდეს.
იმის მიუხედავად, რომ კლუბმა ფილიპეს აგენტს აცნობა, რომ მისი კლიენტის გაყიდვას არ აპირებს, თუ "ბარსელონამ" გრიზმანთან ერთად ნეიმარიც გაიფორმა, შესაძლებელია, რომ კოუტინიომ კარიერა სხვა კლუბში გააგრძელოს.

გამოკითხვა

გავა საბურთალო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე?