ნეიმარმა "ბარსელონაში" დაბრუნების სურვილი დაადასტურა

"პარი სენ-ჟერმენისა" და ბრაზილიის ნაკრების ვარსკვლავმა, ნეიმარმა აღიარა, რომ "ბარსელონაში" დაბრუნება უნდა.
"ეს სიმართლეა, რომ პსჟ-ს დატოვება მსურს. მე უკვე შევატყობინე კლუბს ამის შესახებ. რატომ არ მივედი ვარჯიშზე? რიოში ღონისძიება მქონდა დაგეგმილი და ჩემი პრიორიტეტი იქ ყოფნა იყო. პსჟ-მ საშუალება მომცა მოლაპარაკებები მეწარმოებინა იმ პირობებზე, რომლებიც მათთვის მომგებიანი იქნებოდა. თუმცა, თუ კატალონიაში გადასვლა არ გამოვა, ჩემთვის პატივი იქნება "პარი სენ-ჟერმენში" თამაშის გაგრძელება." - ციტირებს ნეიმარის სიტყვებს UOL.



კომენტარის დამატება

კოდის განახლება

სიახლეები

სიახლეები / ფეხბურთი
12-07-2019, 13:29

"ლივერპული" კოუტინიოს გარშემო სიტუაციას აკვირდება





"ლივერპული" "ბარსელონას" ბრაზილიელი ფეხბურთელის, ფილიპე კოუტინიოს შეძენის ვარიანტს განიხილავს, იტყობინება Mundo Deportivo.
წყაროს ცნობით, "მერსესაიდელები" ფილიპეში იმდენს არ გადაიხდიან, რამდენიც მის შეძენაში "ბარსელონამ" დახარჯა, მაგრამ თუ კატალონიელები ბრაზილიელის უფრო დაბალ ფასად გაყიდვას გადაწყვეტენ, "ლივერპული" მზად იქნება კოუტინიოს დაბრუნებაზე დაფიქრდეს.
იმის მიუხედავად, რომ კლუბმა ფილიპეს აგენტს აცნობა, რომ მისი კლიენტის გაყიდვას არ აპირებს, თუ "ბარსელონამ" გრიზმანთან ერთად ნეიმარიც გაიფორმა, შესაძლებელია, რომ კოუტინიომ კარიერა სხვა კლუბში გააგრძელოს.

გამოკითხვა

გავა საბურთალო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე?