დონარუმა კონტრაქტის გახანგრძლივებისათვის ერთ რამეს ითხოვს




ჯანლუიჯი დონარუმასა და "მილანს" შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარი მიმდინარეობს. მინო რაიოლას დათმობაზე წასვლა არ სურს და მისი კლიენტისათვის ხელფასის გაზრდას ითხოვს.

"Tuttosport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი თავად მეკარე მხოლოდ ერთ რამეს ითხოვს - ვიცე კაპიტნის როლს. დონარუმას სურს, რომ რომანიოლის შემდეგ გუნდში მთავარი ფიგურა გახდეს.

ზემოთ ხსენებული წყაროს თანახმად, ჯანლუიჯი მზადაა ამ წინადადებაზე თანხმობის შემთხვევაში ახალ კონტრაქტს იგივე ანაზღაურებით მოაწეროს ხელი. შეგახსენებთ, რომ ამჟამად "როსონერის" ვიცე კაპიტანი ლუკას ბილიაა.



კომენტარის დამატება

კოდის განახლება

გამოკითხვა

გავა საბურთალო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე?