ვენგერმა "მილანის" შეთავაზებაზე კომენტარი გააკეთა

"არსენალის" ყოფილ დამრიგებელს არსენ ვენგერს "მილანს" აქტიურად უკავშირებენ. 69 წლის სპეციალისტმა "მეთოფეები" 22 წლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა, ინგლისურ "Mirror"-თან კი მომავალზე ისაუბრა.

"არსენალიდან" წასვლის შემდეგ რამდენიმე შეთავაზება მივიღე და ერთ-ერთი მომეწონა. მწვრთნელის საქმიანობას კვლავ დავუბრუნდები, მაგრამ სიმართლე გითხრათ არ ვიცი როდის მოხდება ეს. დიდი ხანი ვმუშაობდი და ახლა ვცდილობ განვიტვირთო."

"შეუძლებელია ჩემი მწვანე მინდორთან ურთიერთობა ასე დასრულდეს. მე კვლავ დავბრუნდები, მაგრამ შესაძლოა მთავარი მწვრთელისგან ოდნავ განსხვავებულ ამპლუაში, რის უფლებასაც ჩემი მრავალფეროვანი გამოცდილება მომცემს."
- განაცხადა ვენგერმა.



კომენტარის დამატება

კოდის განახლება

გამოკითხვა

გავა საბურთალო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე?