"ბარსელონას" "ლივერპულის" 94.6 მილიონი ევრო ვალი აქვს

"ბარსელონას" 2018/2019 წლების სეზონის ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კატალონიელებს სხვა კლუბების ვალი 260.7 მილიონი ევრო აქვთ.
As-ის ცნობით, "ბარსელონას" "ლივერპულის" 94.6 მილიონი ევრო მართებს, რისი მიზეზიც ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერია. "ბლაუგრანამ" ბრაზილიელი 120 მილიონ ევროდ შეიძინა. ამ თანხიდან 94.6 მილიონი ჯერ კიდევ გადაუხდელია. "ბარსამ" "ლივერპულს" 27.9 მილიონი უახლოეს მომავალში, ხოლო 66.7 მილიონი მოგვიანებით უნდა გადაუხადოს.
"ბარსელონასგან" "ბორდოს", მალკომის ტრანსფერის გამო, 30.3 მილიონი ევრო ეკუთვნის; "გრემიოს", არტურის ტრანსფერის გამო, 28 მილიონი; "ბაიერნს", არტურო ვიდალის ტრანსფერის გამო, 10.9 მილიონი; "ვალენსიას", ნეტუს ტრანსფერის გამო, 31.4 მილიონი; ხოლო "აიაქსს", ფრენკი დე იონგის ტრანსფერის გამო, 48.6 მილიონი.
თავად "ბარსას", ძველი ტრანსფერებიდან, 75.3 მილიონი ევრო ეკუთვნის. მოვალეებს შორის არიან "ევერტონი" (26 მილიონი ანდრე გომეშის, ლუკა დინისა და იერი მინას ტრანსფერების გამო), "დორტმუნდი" (11.01 მილიონი ევრო პაკო ალკასერის ტრანსფერის გამო) და "ვალენსია" (13.9 მილიონი ერო იასპერ სილესენის ტრანსფერის გამო.



კომენტარის დამატება

კოდის განახლება

სიახლეები

გამოკითხვა

გავა საბურთალო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე?