გპირდებით "იდეებს, ინტენსიურობას და სიმამაცეს" - სტეფანო პიოლი




სტეფანო პიოლი, რომელიც "მილანის" ახალი მწვრთნელია, რომელიც გვპირდება "იდეებს, ინტენსიურობას და სიმამაცეს".

როგორც იცით, "როსონერიმ" მარკო ჯამპაოლოს გათავისუფლება და სტეფანო პიოლის დანიშვნა დაადასტურა. მარკომ 111 დღის შემდეგ პოსტი დატოვა და კლუბის ისტორიაში ყველაზე "მოკლევადიანი" მწვრთნელი გახდა.

საუბარი იყო სპალეტიზეც, რომელიც შავ-წითლებში "ინტერთან" შეუთანხმებლობის გამო ვერ მოვიდა.

ყველასთვის ცნობილია ე.წ ჰეშთეგი #pioliout, შესაბამისად ისიც ცხადია, რომ ფანები შეშფოთებულები არიან მენეჯმენტის გადაწყვეტილებით. ამასთნ, კურვა სუდმაც გამოთქვა თავისი მოსაზრება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით:

"ჩვენ მხარი დავუჭირეთ ახალგაზრდებზე დამყარებულ პროექტს, უღიმღამოდ მივიღეთ ფაქტი, რომ ტოპ მოთამაშე არ მოვიდოდა, ასეა ამ მომენტამდე. ჩვენ ვართ ჯამპაოლოს წარუმატებლობის მოწმეები. ამჟამინდელი მენეჯმენტის ნანატრი გადაწყვეტილების და ის ქარს გაატანეს, მხოლოდ სამი თვის მუშაობის მერე (სწორადაც).

ჩვენ ვნახეთ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა, რომელსაც ბუნდოვანი მიზნები ახასიათებდა. საბოლოოდ მივიღეთ სხვა მოთამაშეები, რომლებიც მილანის ახალ პროექტში გათვალისწინებული არ იყვნენ. დღეს, ამ ყველაფრის მერე, კიდევ ერთხელ ვიცვლით კურსს, როგორც გასულ წლებში.

ჩვენ არ გვინდა შევაფასოთ არჩევანის ტექნიკური მხარე, ამას მოედანზე ვნახავთ. რაც გვაბნევს არის ის, რომ კლუბმა გადაწყვიტა სხვა მწვრთნელის მოყვანა ისე, რომ ძველის გაშვება არ გამოუცხადებია.

კიდევ ერთხელ დაიხიეს უკან, გამოავლინეს სისუსტე და ვერ მიიღეს ის რაც რეალურად სურდათ (გულისხმობენ სპალეტის მოყვანას). როსონერის ფანები დაიღალნენ ამდენი ტყუილით, ჩვენ არ ვიმსახურებთ და ჩვენ არასდროს მივიღებთ ასეთ უღირს შოუს !"


რას პასუხობს ახალი ინტერისტა მწვრთნელი მილანელებს?

"მე პატივს ვცემ ფანებს და მათ აქვთ კრიტიკის უფლება, თუმცა ეს ჩემთვის დამატებითი სტიმულია. სამუშაო იქნება როგორც ფეხბურთელების თავებში, ასევე სათამაშო საფარზე. მათ ექნებათ მნიშვნელოვანი 10 დღე და მე შევეცდები ყველა შესაძლებლობით ვისარგებლო.

ჯამპაოლო კარგი მწვრთნელია, მაგრამ ის ჩემგან განსხვავებულია. მე უნდა შევეცადო რომ ჩემი იდეები მაქსიმალურად სწრაფად გავავრცელო. მე მინდა ვითამაშო სტილით, რითიც ბიჭები სიამოვნებას მიიღებენ."


პიოლიმ კითხვაზე, რომ იგი ინტერის ფანი იყო, ასე უპასუხა: "მე არ ვარ სოციალურ მედიაში, ყველას შეუძლია ისაუბროს იმაზე რაც სურს, მაგრამ მირჩევნია ისეთი ხალხი, ვინც ამას ისე იტყვის როცა თვალებში შემომხედავს. წარსული წარსულია, მე ბავშვი ვიყავი, ახლა ზრდასრული ადამიანი ვარ, პროფესიონალი, რომელსაც აქვს საქმის კარგად კეთების სურვილი."



კომენტარის დამატება

კოდის განახლება

სიახლეები

გამოკითხვა

გავა საბურთალო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე?