სილესენს "ბენფიკაში" გადასვლა არ უნდა

"ბარსელონას" სათადარიგო მეკარეს, იასპერ სილესენს კარიერის "ბენფიკაში" გაგრძელების პერსპექტივა არ ხიბლავს და არც გადაწყვეტილების მიღებას ჩქარობს.
ცნობილია, რომ პორტუგალიური კლუბი 30 წლის კარის დარაჯის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული. AS-ის ცნობით, სილესებმა ლისაბონელებისგან უკვე კონკრეტული შეთავაზებაც მიიღო, მაგრამ მას კარიერის ევროპის წამყვან ჩემპიონატებში გაგრძელება ურჩევნია.

მადრიდული წყაროს ცნობით, იასპერი გადაწყეტილების მიღებას არ ჩქარობს და საკუთარ მომავალზე დასვენების შემდეგ იფიქრებს.



კომენტარის დამატება

კოდის განახლება

სიახლეები

სიახლეები / ფეხბურთი
12-07-2019, 13:29

"ლივერპული" კოუტინიოს გარშემო სიტუაციას აკვირდება





"ლივერპული" "ბარსელონას" ბრაზილიელი ფეხბურთელის, ფილიპე კოუტინიოს შეძენის ვარიანტს განიხილავს, იტყობინება Mundo Deportivo.
წყაროს ცნობით, "მერსესაიდელები" ფილიპეში იმდენს არ გადაიხდიან, რამდენიც მის შეძენაში "ბარსელონამ" დახარჯა, მაგრამ თუ კატალონიელები ბრაზილიელის უფრო დაბალ ფასად გაყიდვას გადაწყვეტენ, "ლივერპული" მზად იქნება კოუტინიოს დაბრუნებაზე დაფიქრდეს.
იმის მიუხედავად, რომ კლუბმა ფილიპეს აგენტს აცნობა, რომ მისი კლიენტის გაყიდვას არ აპირებს, თუ "ბარსელონამ" გრიზმანთან ერთად ნეიმარიც გაიფორმა, შესაძლებელია, რომ კოუტინიომ კარიერა სხვა კლუბში გააგრძელოს.

გამოკითხვა

გავა საბურთალო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე?